ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რეგისტრაციის ვადა 29 მარტამდე იყო. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება შემდეგი კანდიდატებიდან მოუწევთ: 

“თავისუფალი საქართველო” – შოთა მაქაცარია, “ევროპული საქართველო” – გიორგი უგულავა, “საქართველო” – გიორგი ლილუაშვილი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გივი ჭიჭინაძე, “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” – ზურაბ ქართველიშვილი, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – გერმანე ხურციძე, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” – გიორგი ხალიჩავა, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – მამუკა ტუსკაძე, საინიციატივო ჯგუფი – ვასილ კოპალიანი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ (გიორგი) ლილუაშვილი გახდა. შესაბამისად, არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

არჩევნები N54-ე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *