ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინასთან სკვერში მშენებლობა აღარ განახლდება.

განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს. თვითმმართველობამ შპს “იმერეთს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ქუთაისის მერიამ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ერთი თვის უკან შეაჩერა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.

,,ეს იყო ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ქალაქს მეტი მწვანე ზოლი და რეკრეაციული ზონა ექნებოდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სკვერებში უსახური და უნებართვო მშენებლობები. ჩვენ აქ სამუშაოები ერთი თვის უკან შევაჩერეთ და რადგან სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო ეს გადაწყვეტილება, ამჯერად ადგილზე ყველანაირი მშენებლობის ნებართვა გავაუქმეთ. ყველაფერი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. ჩვენ ბიზნეს ინტერესებსაც ვითვალისწინებთ და მათ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს შევთავაზებთ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ერთი თვის წინ ჭავჭავაძის #46 ბინის მაცხოვრებლებმა 202 ხელმოწერით მერიას მიმართეს, რათა მათ ბინასთან არსებულ სკვერში მშენებლობა შეჩერებულიყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *