“ბატონმა გიგამ დღეს განცხადება გააკეთა ხეების მოჭრასთან

დაკავშირებით. ჩვენთვის უცნობია რა ხდებოდა წინა პერიოდში.”- ამის შესახებ ქუთაისის მედამხედეველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგის საპასუხოდ განცხადა. მისი თქმით, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება ქალაქის მერიის პრიორიტეტია.

“შესაძლოა დასაზუტებელი იქნეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციის მიერ, ვინაც გასცა ეს ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერად გიორგი ჭიღვარიას არჩევის შემდეგ არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ჩვენთვის პრიორიტეტია ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი თუ რა უნდა გაეკეთდეს ეკოლოგიისა და გამწვანების კუთხით. ჩვენ ვებრძვით უნებართვოდ ხეების მოჭრას. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება ქალაქ ქუთაისის მერია მყისიერ რეაგირებას მოახდენს”,- განცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისვე თქმით 2037 ძირი ხე ქალაქში ვერ მოიჭრებოდა, რადგან ამდენი ხე ქალაქში არ არის. ჯავახიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის მერია გააკეთებს განცხადება, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ, რომ ქუთაისის უფრო მწვანე ქალაქი იყოს.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისში დღეს ბრიფინგი გამიმართა, სადაც ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ქალაქში 2037 ძირი ხე მოიჭრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *