პოლიტიკა
რატომ გახდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ვაკანტური?
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. ბაგრატიას განცხადებით, მიზეზი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნონო თანდილაშვილის დირექტივაა, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გთავაზობთ თამარ ბაგრატიას განცხადებას: 

"გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს ასევე ვთვლი რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც მედიიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გამკლავებისათვის (იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობის პროცესი თუ სხვა ტიპის სტრატეგიული სისტემური ხედვა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია დარგის სპეციალისტებისა და მაღალპროფესიული კადრების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინსტიტუციების გაძლიერება."- წერს თამარ ბაგრატია სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
14:05 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
ახალი ამბები
"ყველა ბაზარში ვერ შევალთ"-ჭავჭავაძეზე დასაქმებული გარემოვაჭრეები
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
"ჩვენ აღვასრულეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა"
14:05 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
"მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს"
11:14 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას აპროტესტებს.
"გილოცავთ", ქუთაისში "ბუტკების" ეპოქა ბრუნდება"-ენმ
19:29 / 19.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას გააპროტესტებს.
ქუთაისის მერიის მრჩეველთა  საბჭოს ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირაში დამტკიცდება
13:16 / 19.04.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა
ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებში წყალტუბოს გამგეობა მოხვდა
11:20 / 19.04.2018
ინფორმაციის თავისუფლებისა და განავითარების ინსტიტუტმა
ვალუტა
EUR
EUR
3.0282
TRY
TRY
0.6068
USD
USD
2.4791
ამინდი
თბილისი 8 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 24 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img