პოლიტიკა
"საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ურთიერთობის გამყარებას მოემსახურება"
ქუთაისში ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი საკრებულოს რიგგარეშე მესამე სხდომაზე დაუჭირა.

საბჭოში გაერთიანება 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

"საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ურთიერთობის გამყარებას მოემსახურება. მათ შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სურვილი და მოტივაცია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისა. მიზეზი არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა ხდებოდა ძალდატანებით, ყველაფერი კეთდებოდა ბინძური მეთოდებით,"-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

საბჭოს წევრების კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ლორთქიფანიძის განმარტებით, ახალგაზრდების საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება.

ახალ ინიციატივას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების მხრიდან. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შესაბამისი კომისია უკვე არსებობს და ახალი ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ არსებულის დუბლირებაა.

ინიციატივის განხილვა სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან იგეგმება.








FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა
გასულ კვირაში მოუგო.
15:51 / 15.06.2018
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ახალი ამბები
გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის მერიის სპორტის ააიპი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით უცნობია
15:51 / 15.06.2018
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ზაზა სარალიძის ოჯახზე ზეწოლას ქუთაისის მერიასთან გააპროტესტებენ
11:28 / 13.06.2018
ქუთაისის მერიასთან დღეს აქცია გაიმართება.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
11:07 / 13.06.2018
"ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს უარყოფენ
15:18 / 11.06.2018
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ.
ქუთაისში, კორპუსების წინ არსებული ძველი ავტოფარეხები სათამაშო მოედნებით ჩანაცვლდება
12:52 / 11.06.2018
"ქალაქში მეტი მოედანი, სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს,"
სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემების გადაჭრა ქუთაისის მერიამ სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვა
12:50 / 08.06.2018
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა.
"სასამართლომ ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაადასტურა"-ირაკლი კიკვაძე
12:02 / 08.06.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიის სპორტის
სასამართლო სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10:40 / 08.06.2018
ქუთაისის მერიის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
"ჯონი არაბიძე  ჩამოცილდება ამ პროცესს"-სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები მუქარაზე საუბრობენ
14:18 / 07.06.2018
"ხმას როგორც კი ამოიღებთ და აქციას გააკეთებთ ყველას დაგიჭერთო,"
ვალუტა
EUR
EUR
2.8521
TRY
TRY
0.5186
USD
USD
2.4602
«« ივნისი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 16 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 29 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img