პოლიტიკა
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილმა ხანძარმა 15 000 ლარის ზარალი გამოიწვია
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბიუჯეტს 15 000 ლარის ზარალი მიადგა.

მათივე ინფორმაციით, შენობის დაზიანებული სახურავი უკვე შეკეთდა, რისთვისაც 150 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ის მიმდინარე კვირას დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შენობაში ხანძარი პარასკევს, დილის საათებში გაჩნდა, რის შედეგადაც მეოთხე სართულზე განთავსებული სამხედრო სამსახურის უფროსის კაბინეტი დაიწვა.

| Print |