პოლიტიკა
სახალხო დამცველმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში არსებული მდგომარეობა შეაფასა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა. ლომჯარიამ დაათვალიერა შენობა, საწყობი, შეამოწმა საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.

სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონატის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კომუნიკაციები გამართულად მუშაობს. ლომჯარიას აზრით, მოსაწესრიგებელია შიდა ეზო და დასასვენებელი ადგილების ინფრასტრუქტურა.

როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ძირითად პრობლემას მომსახურე პერსონალის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისა, 200-დან 350 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა,  პანსიონატის სიახლოვეს არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

უწყების ინფორმაციით, პანსიონატში არსებული პრობლემების აღმოფხვრის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

აღნიშნული პანსიონატი 95 ადამიანზეა გათვლილი.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9495
TRY
TRY
0.4224
USD
USD
2.6074
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 18 - 33 °C
img
ბათუმი 22 - 27 °C
img