პოლიტიკა
უვიზო მიმოსვლის წესებსა და მათი დარღვევის თანმხლებ საფრთხეებზე იმსჯელეს ქუთაისში
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უვიზო მიმოსვლის წესებსა და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც აღნიშნული წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თორნიკე ნოზაძის განმარტებით, დღესდღეობით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მყისიერი საფრთხე არ დგას. თუმცა, მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ  თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის.

"ეს არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.  მათ უნდა გაითავისონ, რომ გარდა პიროვნული ინტერესებისა, სახელმწიფოს რეპუტაციის საკითხიც დგას. შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი. მინდა, ყველა მოქალაქეს ვთხოვო, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს,"-განაცხადა ნოზაძემ.

თორნიკე ნოზაძემ უვიზო მიმოსვლის დადებით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობისათვის წინასწარ ჩაწერა და რიგებში დგომა საჭირო აღარაა. მისივე თქმით, აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფომ სამი წლის განმავლობაში 150-მდე საკანონმდებლო აქტი შეადგინა.

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 12 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა დაახლოებით 240 000-ჯერ ისარგებლეს. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97% არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და უკან აბრუნებენ სამშობლოში.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შალვა ნათელაშვლი 21 სექტემბერს გელათის მონასტერში იმყოფებოდა.
14:12 / 16.10.2018
შალვა ნათელაშვლი 21 სექტემბერს გელათის მონასტერში იმყოფებოდა.
ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაწესებულების
15:10 / 15.10.2018
ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაწესებულების
14:09 / 15.10.2018
"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას"-
ახალი ამბები
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
შალვა ნათელაშვილმა გელათის მონასტერთან მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი დაურიგა
14:12 / 16.10.2018
შალვა ნათელაშვლი 21 სექტემბერს გელათის მონასტერში იმყოფებოდა.
"არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება"-მადლიერების სახლის დირექტორი
15:10 / 15.10.2018
ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაწესებულების
"ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს"-აქცია ქუთაისში
14:09 / 15.10.2018
"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას"-
გოგი წულაია ხელისუფლებას: თქვენს გასაკეთებელ საქმეს მე ნუ მაკეთებინებთ
13:14 / 12.10.2018
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ
"სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები"
10:42 / 11.10.2018
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა, ირაკლი შენგელიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ
ბუხაიძის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტს ქუთაისის მერია შეისწავლის
15:09 / 10.10.2018
ქუთაისის მერიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ ხეების
ვალუტა
EUR
EUR
3.0925
TRY
TRY
0.4584
USD
USD
2.6664
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 12 - 17 °C
img
ქუთაისი 15 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img