“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რამდენიმე

დღის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯებს ეხება. კვლევაში აღნიშნულია, რომ იმერეთის გუბერნაიმა ორგანიზაცას არ მოაწიოდა ინფორმაცია 2017 წელს შესყიდული საწვავის ოდენობის (ლიტრაჟის) შესახებ, შესაბამისად კვლევაში შესყიდული საწვავის ოდენობის შესახებ მონაცემი არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი.

რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, რა გახდა ორგანიზაციისათვის ინფორმაციის არ მიწოდების მიზეზი, რაზეც გუბერნიიდან წერილობით გვიპასუხეს.

“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” მომართა შემდეგი კითხვით-ჯამში რა თანხა იქნა ბიუჯეტიდან დახარჯული თანამშრომლების/თანამდებობის პირების საწვავით უზრუნველსაყოფად. კითხვას გაეცა შესაბამისი პასუხი და მიეთითა, რომ წლის მანძილზე გაიხარჯა 59 557, 63 ლარის საწვავი, მათ შორის: დიზელი-15 815, 06 ლარის ღირებულების; ბენზინი-43 742, 57 ლარის ღირებულების”,- წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე გთავაზობთ იმერეთის გუბერნიიდან გამომგზავნილ ინფორმაციას, თუ რა ოდენობის საწვავს მოიხმარენ იმერეთის გუბერნიის თანამდებობის პირები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო”-ს ლიმიტის შესახებ გაეცა ამომწურავი პასუხი და მიეწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია:

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი საჭიროებისამებრ

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე ლიმიტი-600 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე-400 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე-450 ლიტრი (ი.ხახალეიშვილი)

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-200 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-300 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-300 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (შესყიდვები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყობა)-200 ლიტრი

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (ოპერატორი)-250 ლიტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *