ქუთაისის მერია “მადლიერების სახლის” ბენეფიციართა

სიიდან 121 ადამიანის აღარ ამოიღებს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა.

თვალთვაძის განმარტებით, ფენეფიციარები მომსახურებას გარკვეული კრიტერიუმების გამო იღებენ. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედების განხორციელება კანონის საფუძველზე უნდა მომხდარიყო, თუმცა 121-ვე ადამიანის სოციალური მდგომარეობა კვლავ გადამოწმდება.

“ვაკეთებთ იმას, რასაც კანონი გვავალდებულებს. გადავამოწმეთ 800 ბენეფიციარი და 121 კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ქულების გადამოწმებას ყოველწლიურად უნდა ვაკეთებდეთ, რადგან მაჩვენებელი დინამიურია და იცვლება. ფაქტია, რომ 121 ადამიანის ქულა 65 000-ს აჭარბებს. გადავამოწმებთ ამ ადამიანებს, რათა დავრწმუნდეთ, რეალურად უდგათ თუ არა უფასო პროგრამებით სარგებლობის საჭიროება,”-განაცხადა თვალთვაძემ.

ბენეფიციარები, რომლებსაც 65 000 ქულაზე მეტი აქვს, თუმცა უფასო პროგრამით სარგებლობას მაინც საჭიროებენ, პროგრამაში დარჩებიან. როგორც თვალთვაძე განმარტავს, ამ შემთხვევაში კრიტერიუმები შეიცვლება ან გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით გამონაკლისი დაიშვება.

შეგახსენებთ, რომ “მადლიერების სახლში” ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააპროტესტეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *