ცესკოს გადაწყვეტილებით ვანსა და ხონში არჩევნები

28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 68 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები გაუწევენ.

დღეიდან ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა მოქმედებს, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები.

შეგხენებთ, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

ცნობილია,რომ “ევროპულმა საქართველომ” ვანსა დ ხონში გიგი უგულავას კანდიდატურა წარადგინა. “ქართული ოცნებას” კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *