ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

“დღეს გვაქვს ერთი სამხედრო ჰოსპიტალი აღმოსავლეთში, გორში, წელს კი ავაშენებთ დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში. აღნიშნული მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენი სამხედროებისათვის, მათი ოჯახებისათვის,”-განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მშენებლობისათვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *