პოლიტიკა
ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

"უნდა აშენებულიყო კონსტრუქცია, რომელიც ხეებს შეიწირავდა. ხეების გახარებაში ყველა მცოვრებს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ახლა კი რატომ უნდა განადგურდეს ვიღაცის ამბიციის გამო?"-აცხადებს ადგილობრივი ნანა ლორთქიფანიძე.

როგორც ადილობრივები განმარტავენ, კონსტრუქციის მშენებლობისათვის სამუშაოები გუშინ დაიწყო. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მშენებლობა გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე შეწყდა.

ადგილობრივებს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობაც შეუერთდა.

"მოსახლეობასთან ერთად ვაპროტესტებთ მშენებლობას, რომელსაც ნებართვის ვადა გასული აქვს. მოვუწოდებთ ქალაქის მერსა და გუბერნატორს, მოვიდნენ ადგილზე და მოახდინონ უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. სკვერი ერთადერთია აქ მდებარე კორპუსებისათვის, ამიტომ მოქალაქეების მოთხოვნა სამართლიანია,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" გიგა შუშანიამ.

როგორც ჭავჭავაძის #46-ში მცხოვრებლები განმარტავენ, დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მათ ინფორმაცია ერთი წელია აქვთ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, მშენებლობა უკანონოა, რის გამოც მერიამ კომპანიას სკვერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისაკენ მოუწოდა. ჯავახიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.

ადგილზე მშენებლობას შ.პ.ს. "იმერეთი" ახორციელებდა.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების
რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
ახალი ამბები
ბესიკ გოფოძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ქუთაისში ყოფილი ციხის შენობის პრივატიზება იგეგმება
14:10 / 21.09.2018
ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0868
TRY
TRY
0.4228
USD
USD
2.6226
ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 17 - 30 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img