პოლიტიკა
"არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, დანამატი და ხელფასი გაერთიანდა"-იმერეთის გუბერნია
იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გუბერნიის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ გააკეთა.

გაბუნიას თქმით, გუბერნიაში ხელფასების ცვლილება კანონის საფუძველზე განხორციელდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ცვლილებებს სახელფასო ფონდის ზრდა არ გამოუწვევია.

"თუ მანამდე გუბერნატორის ხელფასი იყო 2950 ლარი, მას ყოველთვიურად დანამატი 2950 ლარი ჰქონდა. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, დანამატი და ხელფასი გაერთიანდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური ანაზღაურება გუბერნიაში არ გაზრდილა და პირიქით, შემცირდა 8 000 ლარით. სახელფასო ფონდი გასულ წელს ნახევარი მილიონი ლარი იყო და იანვრიდან 492 000 ლარი გახდა,"-განაცხადა გოჩა გაბუნიამ.

გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


| Print |