პოლიტიკა
"ჭიღვარია მანქანით ჩამოივლის და არ აწუხებს აყრილი ქვაფენილები"-პროტესტი იაშვილის ქუჩაზე
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და აღნიშნულის ფონზე იმერეთის გუბერნიასა და ქუთაისის მერიაში ხელფასების ზრდა გააპროტესტა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე განმარტავს, იაშვილის ქუჩაზე ღვარსადენისა და პარკირების პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

"შეწუხებული არიან აქ მცხოვრები ადამიანები. გზით სარგებლობა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ დროს გუბერნატორი, რომელსაც გაუორმაგდა ხელფასი, არანაირ ზედამხედველობასა და კონკრეტულ ქმედებას არ ახორციელებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. უმჯობესია, მაღალჩინოსნებმა ჯერ იშრომონ და ხელფასები მერე აიღონ და არა პირიქით,"-განაცხადა ბრეგაძემ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" იაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მათ თვითმმართველობას წინა ხელისუფლების დროს მიმართეს, თუმცა პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა.

"ქუჩაზე ქვაფენილები აყრილია, მოსაწესრიგებელია ღვარსადენები, მოსახლეობას სარდაფებში წყალი შესდის. ქალაქის მერი ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ჭიღვარია მანქანით ჩამოივლის და არ აწუხებს აყრილი ქვაფენილები და მოუწესრიგებელი  ინფრასტრუქტურა,"-განაცხადა ადგილობრივმა ზურაბ შეწირულმა.

იაშვილის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით,  მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მეექვსე წელია პრობლემად რჩება.

შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორის ხელფასი 2950 ლარს შეადგენდა, ამჟამად კი თანხა 5900 ლარამდე გაიზარდა.

თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მადლიერების სახლში უფასო
კვებითი პროგრამით მოსარგებლეების ბრალდებებს უარყოფენ.
13:08 / 20.06.2018
ქუთაისის მადლიერების სახლში უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეების ბრალდებებს უარყოფენ.
ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს
შორის შეხვედრა დასრულდა.
19:13 / 19.06.2018
ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს შორის შეხვედრა დასრულდა.
ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების
12:32 / 19.06.2018
ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები შეიკრიბნენ.
ახალი ამბები
"საკვები ლაბორატორიულ შემოწმებაზეა გაგზავნილი"-მადლიერების სახლში ბრალდებებს უარყოფენ
13:08 / 20.06.2018
ქუთაისის მადლიერების სახლში უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეების ბრალდებებს უარყოფენ.
საცხოვრსის ბენეფიციარებს თქმით, თუ შპს "სანო" თანხას დააბრუნებს, მერია მათ სხვა შენობაში გადაიყვანს
19:13 / 19.06.2018
ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს შორის შეხვედრა დასრულდა.
"ბესო ქათამაძე 2008 წელს რუსის ჯარს გადაურჩა და დღეს, განსხვავებული აზრის გამო, უნდათ ზიანი მიაყენონ"
12:32 / 19.06.2018
ქუთაისის მერიის წინ დასავლეთ საქართველოს საკრებულოების "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები შეიკრიბნენ.
გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის მერიის სპორტის ააიპი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ-ჯერობით უცნობია
15:51 / 15.06.2018
ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
11:07 / 13.06.2018
"ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს უარყოფენ
15:18 / 11.06.2018
ქუთაისის მერიაში ზაზა სარალიძის ბრალდებებს პასუხობენ.
ვალუტა
EUR
EUR
2.8597
TRY
TRY
0.5207
USD
USD
2.4578
ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 20 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img