პოლიტიკა
"ვერ დააყენა ქალაქმა საშველი, რომ საჯარო სივრცეებიდან საბჭოთა სიმბოლიკები წაშალოს"
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საბჭოთა სიმბოლიკების არსებობას აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, დაუშვებელია მსგავსი სიმბოლოების არსებობა ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ქუთაისის მერიისა და მესხიშვილის თეატრის შენობებზე. გარდა ამისა, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები ვასილ კიკვიძის ბიუსტის აღებას ითხოვენ.

"ვერ დააყენა ქალაქმა საშველი, რომ საჯარო სივრცეებიდან საბჭოთა სიმბოლიკები წაშალოს. არაერთხელ შევთავაზეთ თვითმმართველობას ძეგლების გადატანა ჩვენი ორგანიზაციის სახსრებითაც კი, თუმცა უარი მივიღეთ,"-განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ.

ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედობა უკანონოა, რადგან ამით "თავისუფლების ქარტია" ირღვევა. სიხარულიძე აცხადებს, რომ ქარტია საბჭოთა სიმბოლიკების აღებას ითვალისწინებს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მოსაზრებით, შემდგომში აღებულმა სიმბოლოებმა ოკუპაციის მუზეუმში უნდა გადაინაცვლოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში
მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.
11:55 / 20.02.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

ახალი ამბები
ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს
11:55 / 20.02.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

თანამდებობის პირთა დამალული ქონება თერჯოლაში
16:44 / 16.02.2018
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
წყალტუბოში თანამდებობის პირთა დამალული ქონება
15:56 / 16.02.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განაგრძობს
ვალუტა
EUR
EUR
3.0435
TRY
TRY
0.6519
USD
USD
2.4686
ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 14 °C
img