ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის ახალმა

უფროსმა ჯონი არაბიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლითაც, მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იხელმძღვანელებს.

“ქალაქის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისათვის მადლობას ვუხდი. სამსახურში მოსვლის შემდგომ ჩემი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების  საცხოვრებლით დაკმაყოფილება იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება  მათი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პრობლემის მოგვარება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია პროგრამა კორპუსის განხორციელება,”-განაცხადა არაბიძემ.

არაბიძის განმარტებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურად გაგრძელდება, რათა ისინი მომავალი ბიუჯეტის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ჯონი არაბიძე აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას დანიშვნამდე ორი თვის განმავლობაში ასრულებდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *