IM-041GD da GD-041IM – ეს იმერეთის გუბერნატორისა

და მისი მოადგილის სატრანსპორტო საშუალებების სერიული ნომრებია. აღნიშნული ნომრები გახდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის ბრიფინგის თემა. ორგანიზაციაში  “ევროპა ჩვენი სახლია” აცხადებენ, რომ იმერეთის გუბერნატორმა ავტომობილზე “ქართული ოცნების” პარტიული ნომრის 41-ის დატანით კანონი დაარღვია. ორგანიზაციის დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, თითოეული ნომერი 250 ლარი დაჯდა.
“საჯარო მოხელე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და ხალხის ფულით პარტიის პიარს არ უნდა ახდენდეს. ჩვენ მივმართავთ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ზემდგომ ორგანოებს, მიაქციონ მათ ყურადღება”- განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა. 

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, სახელისუფლებო მანქანებზე გვხვდება. 

იმერეთის გუბერნიაში  კანონის დარღვევის ფაქტს არ ადასტურებენ და სანომრე ნიშანში პარტიული ნომერის არსებობას უარყოფენ. 

“სანომრე ნიშნები შეცვლა მოხდა იმის გამო, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენებისას სხვადასხვა დროს მოხდა ნომრების დაკარგვა. აქედან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართული იქნა შესაბამისი ორგანოებისათვის და მოხდა სანომრე ნიშნების შეცვლა. რაც შეეხება თავად სანომრე ნიშნებს, 041-ს არ არის საერთოდ პოლიტიკური ციფრი, შესაბამისად ვერ მიიღება ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება”,- განაცხადა იმერეთის გუბერნიის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *