ქუთაისის საკრებულოში ახალი თანამდებობები შეიქმნა.

ხუთივე ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეები ეყოლება, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას მიიღებენ.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების დანიშვნას მხარი დაუჭირეს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია, ხოლო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილედ ვალერი კლდიაშვილი დაინიშნენ.

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილედ დავით წულეისკირი და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილედ ამირან კოპალეიშვილი აირჩიეს.

ქუთაისის ვიცე-მერის იუზა უგულავას განმარტებით, პოლიტიკური თანამდებობის დამატება საკრებულოში ადგილობრივ თვითმმართველობას კანონით განესაზღვრა.

ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ყოველთვიური ხელფასი 1200 ლარი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *