ააიპ “ოქროს ჩარდახი” “ქუთაისის ტურიზმის

საინფორმაციო ცენტრს” დაექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მიიღო, რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, ააიპ “სპორტის სასახლე” შეუერთდა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ააიპს. ასევე, გაუქმდა ააიპ ” ბოტანიკური ბაღი”, რომელიც კულტურის აიპს შეერწყმება.

ქუთაისის ვიცე-მერის იუზა უგულავას განმარტებით, ააიპების გაერთიანება სწორი ნაბიჯია. მისივე განცხადებით, ეს იყო 2-3 კაციანი ააიპები, რომლებსაც დამოუკიდებელი ბუღალტერია და შესყიდვების უფლება არ უნდა ჰქონოდა.

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლირთქიფანიძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სწორია და ქალაქის ფინანსების ხარჯვის ეფექტურობისკენაა მიმართული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *