არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიტიურმა ვირუსმა”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოტია იოსელიანის სახელობის #1 საჯარო სკოლაში აქცია-კონცერტი ჩაატარა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები უფროსკლასელებს სიგარეტისა და მარიხუანას მავნებლობის შესახებ ესაუბრნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მონიკა ტყეშელაშვილის განმარტებით, ღონისძიება მხოლოდ აღნიშნულ თემებზე საუბარს არ მოიცავს. მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა ცვლილება უნდა მოახდინოს საზოგადოებაში.

“როდესაც ბავშვებისათვის აქციებს ვაწყობთ, ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს სამაგალითო მისი თაობისათვის,”-განაცხადა ტყეშელაშვილმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის თქმით, მსგავს თემებზე მსჯელობა კარგი მიგნებაა. 

“ვთვლი, რომ ორგანიზაციის ძალისხმევა წარმატებული იქნება, თუ დარბაზში მსხდომი ასამდე მოსწავლიდან ორი მაინც თუ გაითავისებს ინფორმაციას სიგარეტის მავნებლობის შესახებ,”-განაცხადა ფანჩულიძემ.

აქცია-კონცერტს მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

“საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან მოვისმინე მითები და რეალობა მარიხუანას შესახებ. გავიგე, თუ რამდენად მავნებელია ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის,”-განაცხადა მოსწავლე ნიაკო მიქაძემ.

“პოზიტიური ვირუსი” აქცია კონცერტებს ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში მართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *