პოლიტიკა
პრემიერმინისტრი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ მთავრობის სხდომაზე ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ ახსენა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ ისაუბრა, სამაგიეროდ არ უხსენებია ასევე ოფშკვითში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობა.

"სხდომის დაწებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილსში დატრიალდა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომელიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა. არ მინდა, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე გულიწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ასეთი ტრაგედია არის ჩვენთვის ყველგან დიდი ტრაგედია და რეაგირენას, რომელსაც სახელწიფო მოახდენს ასეთ ტრაგედიაზე იქნება რათქმაუნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ოფშკვითში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში დანით ჰქონდა მიყენებული
| Print |