პოლიტიკა
პრემიერმინისტრი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ მთავრობის სხდომაზე ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ ახსენა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ ისაუბრა, სამაგიეროდ არ უხსენებია ასევე ოფშკვითში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობა.

"სხდომის დაწებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილსში დატრიალდა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომელიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა. არ მინდა, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე გულიწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ასეთი ტრაგედია არის ჩვენთვის ყველგან დიდი ტრაგედია და რეაგირენას, რომელსაც სახელწიფო მოახდენს ასეთ ტრაგედიაზე იქნება რათქმაუნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ოფშკვითში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში დანით ჰქონდა მიყენებული
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი
18:57 / 09.12.2018
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი
პრესკონფერენცია გაიმართა.
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
ახალი ამბები
"უკიდურესად მძიმე პირობებში კვლავ რჩებიან ადამიანები ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
თეთრ ხიდზე დეკორატიული ქვების შეტანის გამო, შესაძლოა, კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდეს
16:05 / 06.12.2018
თეთრ ხიდზე ქვების შეტანის გამო, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" შესაძლოა, 2 000 ლარით დაჯარიმდეს.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, "ალმა რუს საქართველომ" 185 000 ლარი უნდა დააბრუნოს
15:50 / 06.12.2018
"ალმა რუს საქართველოს", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებდა,
"ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის"
13:25 / 06.12.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევას ეხმაურებიან.
"რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოშორებას ემსახურება"
12:25 / 06.12.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე მერიაში დაგეგმილი
ქუთაისის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი საუკეთესო ინიციატივის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
18:21 / 05.12.2018
ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების ონლან შერჩევის ეტაპს იწყებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0324
TRY
TRY
0.4992
USD
USD
2.6682
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 8 - 15 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img