კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებმა

გაათავისუფლეს. უკრაინული მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბორკილებდადებული მიხეილ სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.

სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ გადაინაცვლონ რადას შენობასთან და მოითხოვონ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი.

მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *