წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოადგილეები წარადგინა.

პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე გახდა.
ზურაბ მაისურაძე დაიბადა 1965 წლის 4 დეკემბერს. დაამთავრა წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლა.
სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში, სპეციალობით – ინჟინერ-მექანიკოსი.
1987-2000 წლებში მუშაობდა წყალტუბოს პურკომბინატში სხვადასხვა პოზიციებზე.
2011 წლიდან, 2017 წლის 20 ნოემბრამდე იყო შპს “დიაპლასტის” დირექტორი.
2017 წლის ადგილობრვით თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიით არჩეულია საკრებულოს წევრად.
20 ნოემბრიდან, 30 ნოემბრის ჩათვლით იყო საკრებულოს წევრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მერის მეორე მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი გახდა. მას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის პოსტი 2006 წლიდან ეკავა. მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან კი დაინიშნა მერის მოადგილის თანამდებობაზე.

დადუნაშვილი დაიბადა 1979 წლის 5 ოქტომბერს, დაამთავრა წყალტუბოს მრავალპროფილიანი ლიცეუმი,1997 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე. 2005-2006 წლებში მუშაობდა ს.ს. საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში ტექნიკოს-ინჟინერის თანამდებობაზე. 2006 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე მუშაობდა გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *