ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე განცხადება გააკეთა.

ჭიღვარია მიიჩნევს, რომ ცვლილებების განხორციელების მთავარი მიზანი მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა. მისივე თქმით, ოპტიმიზაციის პროცესი თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ გულისხმობს.

“რეორგანიზაციის პროცესი მტკივნეული არ იქნება, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ მასობრივ განთავისუფლებებს, იქნება სტრუქტურული ცვლილებები,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერის განმარტებით, მიმდინარე ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გამოიწვევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *