ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში ახალი თანამდებობის

შემოღებას საკუთარ თავზე მორგებულ ცვლილებას უწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

“ამ ცვლილების არც საჭიროება და აუცილებლობა დღის წესრიგში ნამდვილად არ იდგა. მერიებში, საკრებულოებში მათი აქტივისტები არიან დასაქმებული. იფიქრეს და მოიფიქრეს კიდევ რომ მათ ფრაქციებში კიდევ ერთი ან რამდენიმე დასაქმებული ადამიანი გაეჩინათ. ფრაქციების თითქმის 95 პროცენტში 5 ადამიანზე ნაკლები არსად ჰყავთ, ამიტომ ცვლილება საკუთარ თავს მოარგეს”,- ამბობს გიგა შუშანია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც პარლამენტის წევრებმა – გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *