ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მე-6 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის დაწყება მიულოცა.

მურღულიამ ახალ გუნდს წარმატებები უსურვა და ქალაქის მომავალი როლის შესახებაც ისაუბრა.

“ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს!

დღეს, 20 ნოემბერს, თქვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა. გილოცავთ საკრებულოს პირველ სხდომასა და საქმიანობის დაწყებას. მჯერა, თქვენ მრავალ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ ქუთაისის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქუთაისი იქნება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ძლიერი საუნივერსიტეტო ქალაქი.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მურღულია,”-ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დღეს დაიწო. პირველ სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტი ნიკოლოზ ლატარიამ მოირგო, ხოლო მოადგილეები ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე გახდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *