“18 პროცენტიანი

მერი ჭიღვარია” – ქუთაისში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ფონზე დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერიის შენობაზე პალაკატები გააკრეს.

“დღეს არის პირველი საკრებულოს სხდომა. გავაკარით იმ კრიმინალი კომისიის წვრების პლაკატები, რომლებიც უყურებდნენ არჩვენებს და ხმა არ ამოიღეს. ამიტომ ზის საკრებულოში ჩემი კონკურენტი ქალაქ- მუზემიდან. 25-ე უბანზე ჩაყარეს ბიულეტენები და დევს ამის ვიდეო. ასევე ამ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ქალაქის მერი, რომელმაც აიღო 18 პროცენტი”, – განაცხადა ნიკოლოზ ნარსიამ.

მისი თქმით, ის და “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. “გადაავსეს თავისი აქტივისტებით დარბაზი, რომ ჩვენ არ შევსულიყავით”, – განაცხდა ნარსიამ. 

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *