პოლიტიკა
"ძველი საკრებულოს მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებაა საჭირო"- ლაშა გვენეტაძე
ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მუშაობა დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ შეაფასა. გვენეტაძემ ძველი საკრებულოს მიერ დაწყებულ ინფრასტუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი აზრით, უნდა გაგრძელდეს.

"ბევრი მნიშვნელოვნი პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა უამრავი ქუჩა. ძველი საკრებულოს მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებაა საჭირო. ნიკეას, გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გზის მოწყობა უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, სულხან-საბაზე სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელებაცაა საჭირო. თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული შესახვევების მოწყობაც აუცილებელია,"-განაცხადა გვენეტაძემ.

მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე "ქართულ ოცნებას" ახალი მოწვევის საკრებულოშიც წარმოადგენს.


| Print |