“სამართლიანმა არჩევნებმა” ქუთაისში #76-ე უბანზე

დარღვევა დააფისირა. როგორც ორგანიზაციის იმერეთის ოფისში განმარტავენ, გადასატანი ყუთის სიაში იმ პიროვნების მონაცემების მაგივრად ვისას ყუთი ესაჭიროებოდა, შეტანილი იყო მისი ოჯახის სხვა წევრის მონაცემები. იზოლდა ყურშვილის ნაცვლად, სიაში მისი შვილი თეონა ყურაშვილი ეწერა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭეიშვილი განმარტავს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია, თუმცა ხმის მიცემის უფლება ამომრჩევლებმა დაკარგეს.

ქუთაისის N124-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით რეგისტრატორად მყოფი პირის მიერ ხელმოწერილი ბიულეტენები გაბათილდება. დარღვევა უბანზე “სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა”

როგორც გაირკვა, მანანა გიორგაძემ, რომელიც მისივე პარტიამ აღნიშნული უბნის კომისიის შემადგენლობიდან გამოიწვია, კენჭისყრისწინა პროცედურებშიც მიიღო მონაწილეობა და უშუალოდ კენჭისყრაშიც. კერძოდ, მან, როგორც რეგისტრატორმა უბანზე ყოფნის 40 წუთის განმავლობაში რამდენიმე ამომრჩეველი მიიღო. შესაბამისად, მისი ხელმოწერით საარჩევნო ყუთში ბიულეტენები მოხვდა.

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რის გამოც, აღნიშნული ბიულეტენები გაბათლდება, კომისიის თავმჯდომარე კი შენიშვნას მიიღებს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 7 ნოემბერს გაიწვია თავისი კომისიის წევრები და რა თქმა უნდა, ჩვენც ამოვიღეთ პროგრამიდან სიები. როგორც ჩანს, ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია არც ქალბატონ მანანა გიორგაძეს და არც უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც დროულად არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ამის გამო ამომრჩეველი დაზარალდა”, – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 20:00 საათის მდგომარეობით ჯამში 25 საჩივარი შევიდა, რომლებიც ძირითადად მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს შეეხება.

წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 109 119-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 33.24%-ია. რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, ექვსივე საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით, 50.28% ქალმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 49.72% – კაცმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *