ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში

– მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.  ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა პირველ ტურში 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. შეგახსენებთ, ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდნენ.

“ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იყვნენ წარმოდგენილი. 

ბორჯომის მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძვიან. 

მარტვილში – მეორე ტურში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე. 

ყაზბეგის მერობისთვის კი “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *