ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი #41 უბანზე დააფიქსირა.

მისი თქმით, არჩევნების დემოკრატიულობას მეორე ტურის საჭიროება ადასტურებს.

“მოლოდინი არის ერთადერთი. ახალგაზრდული გუნდი ქუთაისის საკრებულოსი მოწადინებულია იმისათვის, რომ ქუთაისი იყოს უკეთესი. ჩვენ, ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ, რომ მოვაწესრიგოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, უახლოეს 1-2 წელიწადში ამას ქუთაისის მოსახლეობა იგრძნობს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ქალაქის პრობლემების გადაჭრაში მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა. მისი თქმით მომავალი მერი მარტო ამ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება. “ჩვენ გვინდა სრული თანადგომა. გიორგი ჭიღვარია, რომელიც მოსალოდნელია, რომ ქალაქის მომავალი მერი იქნება, მარტო ვერ გაწვდება, რომ არა ძლიერი გუნდი და ძლერი ქუთაისი. მოვუწოდებ მოსახლეობას იყვენე რაც შეიძლება აქტიურები”,- ამბობს მარგველაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *