ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული “ბაღდათობა 2017″აღინიშნა.

“ბაღდათობა” მუნიციპალიტეტის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო. სტუმრებისათვის ეთნოკუთხეც მოეწყო, სადაც ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი სამზარეულო იყო წარმოდგენილი.

“ბაღდათობა 2017” – ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, საპატიო ბაღდათელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

საერთო სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *