თუ როდის დაინიშნება საკრებულოების პირველი სხდომა

–  არჩევნების შედეგების შეჯამებასა და ამ მხრივ კანონით დადგენილი ვადების გამოყენებაზეა დამოკიდებული.

მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შეჯამება (გარდა თბილისისა), ხდება არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა. 1-ელი ნოემბერი ბოლო ვადაა, როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა საკრებულოს, ასევე მერის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ცესკოს გადასცეს. თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია, აღნიშნული დღიდან 30 დღის ვადაში ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა მოიწვიოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 11-დღე მუნიციპალიტეტებთან მიმართებით არჩევნების შეჯამების უკიდურესი ვადაა და იმ შემთხვევაში, როცა საჩივრები არ იწერება, საოლქო კომისიებს შემაჯამებელი ოქმის გამოცემა უფრო ადრე – 1-ელ ნოემბრამდე შეუძლია.

თუ როგორ გადანაწილედება ქუთაისის თვითმმართველობაში ვიცე-მერების, სამსახურებისისა და განყოფილებების უფროსების სავარძლები, ჯერ უცნობია, რადგან მერის გამოსავლენად ქუთისში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *