ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი იმერეთში არჩევნებს RICDOG-თან ერთად დააკვირდება.

ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებას გულისხმობს.

“ინსიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” თავმჯდომარე მიხეილ ჭიღლაძე განმარტავს, რომ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა არჩევნებს ქუთაისის 124-ვე უბანზე დააკვირდნენ.

,,ჩვენი მოკლევადიანი დამკვირვებლები უკვე გადავამზადეთ. 21 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ჩვენი კვალიფიციური კადრი სრულად დააკვირდება ქუთაისის ოლქს,”-განაცხადა მიხეილ ჭიღლაძემ.

სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგის”  გენერალური მდივნის, გვანცა თოთაძის თქმით, IDMC და RICDOG 21 ოქტომბერს , არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე, მუდმივ რეჟიმში მიაწოდებს ჟურნალისტებს ინფორმაციას იმერეთის მასშტაბით გამოვლენილ შემთხვევებზე.

ინფორმაციები განთავსდება ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკ  გვერდზე. დღის მანძილზე გაიმართება რამდენიმე ბრიფინგი და ყველა დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *