პარლამენტში მესამე მოსმენით საქართველოს

კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, საპროტესტო აქციების ფონზე,117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის.

114 მომხრე, 3-წინააღმდეგი – ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *