პოლიტიკა
ქუთაისის "ქართული ოცნების შტაბს" მერიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქუთაისის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა.

წულაიას განმარტებით, მოსახლეობასთან შესახვედრად მერიის მანქანებით დადიან. ასევე იყენებენ ქუთაისის მერიის პრესსამსაურის კუთვნილებაში არსებულ ტექნიკას.

"რასაც 2012 წელს "ნაციონალები" აკეთებენ, იმას იმეორებენ ერთი-ერთში. წარდგენებზე ხაზიდან მოხსნილი ტრანსპორტი ხომ გამოიყენეს ხალხის მისაყვანად, საარჩევნო კომისიები "ოცნების" შტაბში შედგენილი სიებით ხომ დააკომპლექტეს, ახლა დადიან მოსახლეობაში და კითხვარებს არიგებენ, იქნებ განაწყენებული ხალხი შემოვირიგოთო. "ოცნების" შტაბი იყენებს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ტექნიკას, გამოყენებულია მერიის ავტომანქანები და თანამშრომლები,"- განაცხადა გოგი წულაიამ

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში რადიო "ძველ ქალაქთან" წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

"პრესცენტრში არსებული ყველა ტექნიკა მერიის კუთვნილებაშია და მისი განათხოვრება ან ვინმეს მიერ გამოყენება არ მომხდარა, ამიტომ უსაფუძვლოა გოგი წულაიას ბრალდება,"-განაცხადა ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინე მამისეიშვილმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოს
15:32 / 25.06.2019
ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატები
18:10 / 24.06.2019
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგნელობითი ორგანო წარმოადგინოს იმ ძალებმა,
ქუთაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას 
გადადგომის მოთხოვნით,
14:15 / 24.06.2019
ქუთაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით,
პოლიტიკური გაერთიანება
13:37 / 24.06.2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019