პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისის მერიის წინ

საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში ბუნებრივ აირზე ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით გაზის ტარიფის მატება არის კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც 5 და 10 ლარის გადაუხდელობის გამო, ყოველთვიურად 900 ოჯახს ბუნებრივ აირს უჭრიან.

” მე მოვუწოდებ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, ამოიღონ ხმა. მაინტერესებს რის გაკეთებას აპირებენ ქუთაისის მაჟორიტარები და ქალაქის მერობის კანდიდატები. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და დავიწყებთ აქციებს სექტემბერში. თუ უნდათ დავიწერო პოლიტიკური ქულები, კი ბატონო დავიწერ,”-განაცხდა გოგი წულიამ.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *