“ქართული ოცნების” ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით

და ორგანიზებით წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ზურაბიანთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესატან ცვლილებებზე,რომელსაც ამზადებს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

“შევხვდით სტუდენტებს ქუთაისში,ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ვისაუბრეთ თვითმმართველობის საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში და იმ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელსაც ვგეგმავთ თვითმმართველობის კანონში,”-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

შეხედრის ორგანიზატორების თქმით ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართება სხვადასხვა თემებზე, სხვა დეპუტატებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *