პოლიტიკა
პროგრამის „ღია თვითმმართველობა 3“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
6 თვიანი პროგრამა "ღია თვითმმართველობა 3" დასრულდა. პროგრამის შეჯამება და პროცესების წარმატებით გავლილ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცა. პროგრამა სიმულაციური იყო და მოიცავდა სიმულაციურ საკრებულოსა და ალტერნატიულ მერიის მოდელირებას.

"პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება. შეგახსენებთ, რომ "ღია თვითმმართველობა 3" სამი ეტაპისგან შედგებოდა: – პირველი ეტაპი თეორიული იყო. სხვადასხვა სტატუსის მქონე მოწვეული სტუმრები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ ატარებდნენ შეხვედრებს. – მეორე ეტაპზე მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს 3 სიმულაციური პარტია. ჩატარდა სიმულაციური არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქუთაიში მაცხოვრებელმა 400–ზე მეტმა ადამიანმა. – მესამე ეტაპი კი მოიცავდა სიმულაციურად საკრებულოსა და ალტერნატიული მერიის დაკომპლექტებას. დოკუმენტებზე მუშაობასა და დაპირებების შესრულებას,"- განაცხდა სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" გენერალური მდივანმა გვანცა თოთაძემ.

პროგრამა ხორციელდებოდა სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" მიერ. მისი ფინანსური მხარდამჭერი იყო თავად ორგანიზაცია.

| Print |