საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას ქუთაისში

ესწრებიან ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატებიც. კობა ნარჩემაშვილის თქმით, პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის და ეს რეგლამენტით რეგულირდება: “არცერთი საკონსტიტუციო ორგანოს ადგილსამყოფელი კონსტიტუციაში არ არის დაფიქსირებული. მაშინ უნდა იყოს მთავრობის ადგილსამყოფელიც სასამართლოს ადგილსამყოფელი. ამ შემთხვევაში ეს ჩვენი მოსაზრება არ იყო. ეს იყო საექსპერტო მოსაზრება, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამას აქვს სამართლებრივი საფუძველი მხარი არ დავუჭირე. მოვითხოვე, რომ ასახულიყო რეალობა. სამწუხაროდ ასე არ გადაწყდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის, რადგან ეს რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტის მეოთხე მუხლით”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *