ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების

სახალხო განხილვა მიმდინარეობს განხილვის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ხელისუფლების მიმართ ის სამი გზავნილი გაახმოვანა, რასაც სხდომაზე გააჟღერებს. ეს სამი საკითხი ქუთაისში პარლამენტის დატოვებას, პრეზიდენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება.
“ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოების, ქუთაისელების მიმართ იქნება სამო. პირველი ის, რომ “ქართული ოცნება” ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს უკარგავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამოიღეს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი კონსტიტუციის პროექტიდან. მეორე ის, რომ მათ სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზეს. ეს პრაქტიკულად მოახდენს მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების უზურპაციას და მესამე – საქართველოს მოსახლეობის პოზიციის მიუხედავად ისინი ართმევენ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *