საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო

განხილვა დღეიდან იწყება. პირველი შეხვედრა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში 12 საათძე დაიწყება. საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მოსახლეობასთან შეხვედრები 15 მაისს, თბილისში დასრულდება.განხილვები დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება და შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი საერთო სახალხო განხილვებში ჩარეთვება.  თუმცა, ის დღევანდელ შეხვედრას ქუთაისში ვერ დაესწრება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის,  გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტს დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, რის გამოც ქუთაისში შეხვერას ვერ დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *