ქუთაისში პარლამენტის წინ ბათუმელი

იპოთეკით დაზარალებულების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით მათი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ უზრუნველყოს გრძელვადიანი და დაბალ პროცენტიანი სესხები.

“ვითხოვთ დახმარებას, პირველ რიგში კი ვითხოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს თავისი დანაპირები გრძელვადიანი და დაბალ პროცენტიანი სესხების შესახებ. ჩვენ სხვა არანაირი გზა არ გაგვაჩნია. ძალიან ცოტა ხალხი აკმაყოფილებს ბანკის კრიტერიუმებს, სხვა ვერანაირად ვერ ვერგებით მათ მოთხოვნებს, ხალხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია,”-აცხადებს აქციის მონაწილე მიქელაძე ირმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *