საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწესებას მტავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა დრეს ისტორიული დღეა. “დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა – ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა.
დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მიმართ იმ პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერისა, რომლებიც არიან ევროპარლამენტში”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ყველა საჯარო მოხელეს ვინც ამ პპროცესში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა ” დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება!
დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შენებას”, – განაცხადა პრემირ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *