პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა
"საქართველოს კონსტიტუციის მე-80
მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი" - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
შეგახსენებთ,  შაბათს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმავე დღეს გადაეგზავნა. 
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.


| Print |