ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილება დაამტკიცა

. საბიუჯეტო ცვლილებით, გაიზარდა სპორტული კლუბებისა და თეატრის დაფინანსება. 407 000 ლარი დაემატა “ტორპედოს”, 115 000 საკალთბურთო გუნდს, 15 000 მესხიშვილის თეატრს, ასევე 198 000 ლარი დაემატა გარეგანათების პროექტს.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით ,მუნიციპალიტეტებიდან შესული თანხები უნდა ჩაირიცხოს ფონდში.

“ამ პროგრამის მიზანი არის ის, რომ წაახალისოს კერძო ინვესტორების არსებობა გუნდებში, რაც ძალიან კარგია, თუმცა რთულია. ეს არის ერთგვარი წახალისება. თუ კი კლუბი იპოვის კერძო ინვესტორს, მას ნახევარ მილიონამდე უორმაგდება შემოსავალი. პრინციპი არის ის, რომ შენ თუ მოძებნი კერძო ინვესტორს ან სპონსორს, ის რა თანხასაც ჩადებს კლუბში, იმდენივე თანხას გაძლევს ფონდი არაუმეტეს 500 000-ისა. 16-ის ნაცვლად დარჩება 10 გუნდი და გადადის ახალ სისტემაზე შედეგის მიხედვით დაფინანსება. იანვრიდან 10 კლუბიანი ჩემპიონატი იქნება და კლუბებსაც მოტივაცია გაეზრდებათ,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *