მე-9 მოწვევის პარლამენტი ქუთაისში

18 ნოემბერს შეიკრიბება. სხდომა  პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატების მოსმენა იგეგმება.

ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება.  ჯერჯერობით უცნობია რამდენი ფრაქცია შეიქნება უმრავლესობაში და ვინ იქნებიან მათი ხელმძღვანელები.

საპარლამენტო უმცირესობას მე-9 მოწვევის პარლამენტში დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება, ვიცე-სპიკერად კი სერგი კაპანაძე დასახელდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობა სავარაუდოდ გიორგი ტუღუშს წარადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *