“კახა კალაძის ამბიციურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე”

– ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტროში კალაძის დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება.

“ვფიქრობ, აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს – ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება”, – აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ხუხაშვილის ვარაუდით, ყოფილი პრემიერი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად არ განიხილება.

“ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე “ქართულ ოცნებაში” დიდი ფაციფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც – თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *